რა უნდა ქნათ და დედას თხოვოთ, ან მარჩენალი-მამა დაათროთ და ღომის თეფშში თავჩარგულს გამოსძალოთ ფული^.
თუ მატერიალური პრობლემა მოგვარებულია, შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე - სკეიტის შერჩევაზე გადავიდეთ. სწორედ ამ დროს უჩნდება "სკეიტის მყიდველთა" უმრავლესობას ის ძირითადი კითხვები, რომლებითაც სავსეა ქართულ ფორუმებზე არსებული სკეიტბორდინგის თემები:
კითხვა #1: თბილისში იყიდება სკეიტი?
- არა. ნორმალური სკეიტი, რომელზე სრიალითაც სიამოვნებას მიიღებთ და თრიქს დასვამთ,
თბილისში არ იყიდება! იყიდება მხოლოდ "სპაიდერმენ-ნარუტო დეკები", რომლებსაც გრიფიც (ზუმფარის ქაღალდი) კი არ აქვთ და მყიდველს კაუჩუკის ბორბლებით იზიდავს. შეიძლება აბსურდად მოგეჩვენოთ ის, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ კაუჩუკის ბორბლები
ცუდია. თქვენ ადგილზე ალბათ მეც დავეჭვდებოდი: "რატომ უნდა დავუჯერო ვიღაც ტიპს, ახლა კომპიუტერთან რომ ზის და ამ პოსტს წერს და არა მამაჩემს, რომელიც მასწავლიდა რომ კარგ სკეიტს კაუჩუკის ბორბლები უნდა ქონდეს?" ამ ეჭვის გასაქარწყლებლად შედით ნებისმიერი სკეიტ-ბრენდის ვებ-საიტზე, გადახედეთ მის ნაწარმს და თვითონვე დაინახავთ, რომ არცერთი მათგანი ბორბლებს კაუჩუკისგან არ ამზადებს.
მოკლედ ჩავთვალოთ, რომ ეჭვები კაუჩუკის ბორბლებთან დაკავშირებით გაგეფანტათ და შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.
კითხვა #2: მაშინ სად შეიძლება სკეიტის ყიდვა?
- სავსებით ლოგიკურია ეს კითხვა რომ დაგებადათ^^. არსებობს უამრავი ონლაინ მაღაზია, საიდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ თქვენთვის სასურველი საგანი. მაგალითისთვის ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი - "
ამაზონი", რომელიც უკვე დატესტილი გვაქვს, ამიტომ შეგიძლიათ Buy ღილაკს თამამად დააჭიროთ და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, იმის შიში არ გქონდეთ, რომ ფული დაგეკარგებათ - სკეიტი კი, არ ჩამოვა. ოღონდ სანამ Buy ღილაკამდე მივაღწევდეთ, საიტზე დარეგისტრირებაა საჭირო:
1 - ვხსნით ბრაუზერს, შევდივართ
www.amazon.com-ზე და ვაჭერთ "
Start here"-ს.
(იხ. სურათი #1)
სურათი #12 - იხსნება შემდეგი გვერდი, სადაც "My E-mail address is"-ში ვწერთ მაილს, რომელიც იქნება ჩვენი юზერნეიმი საიტის მომდევნო სტუმრობების დროს და აგრეთვე რომელზეც მოგვივა სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეტყობინება.
"Do you have an Amazon.com password?" ველში ვირჩევთ "No, I'm a new customer"-ს და ვაჭერთ "Sign in using our secure server"-ს.
(იხ. სურათი #2)
სურათი #23 - გამოდის სარეგისტრაციო ფორმა, სადაც ვუთითებთ სახელს, მაილს, დაბადების თარიღს და ვწერთ პასსვორდს.
"Interested in a corporate account"-ს ხელს არ ვახლებთ და ვტოვებთ ისე, როგორც იყო. ვაჭერთ Continue-ს და გამოსული ფანჯარა გვატყობინებს, რომ რეგისტრაცია დასრულებულია.
(იხ. სურათი #3)
სურათი #3
კითხვა #3: როგორ გამოვიწერო?
- მაშ ასე, ფული გვაქვს,
ამაზონზე დარეგისტრირებულებიც ვართ , ანუ სკეიტის ძებნა/შერჩევა/გამოწერის დრო დადგა^. გაითვალისწინეთ, რომ ფეხის ზომას, სიმაღლეს, წონას, ასაკს, ეროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, სისხლის ჯგუფს, დაბადების ადგილს, დეკის შერჩევის დროს მნიშვნელობა არ აქვს! კიდევ გაითვალისწინეთ, რომ თუ "FREE with Super Saver Shipping"-იან სკეიტს იპოვნით, ამით მნიშვნელოვნად დაზოგავთ იმ ფულს, რომელიც ჩამოტანაზე უნდა დაგეხარჯათ. ე.ი. მაგალითისთვის ავიღოთ Speed Demons-ის ერთ-ერთი ქომფლითი. კარგად წაიკითხეთ ხოლმე Product Features, Product Description და Product Details, რათა ზუსტად ისეთი სკეიტი აარჩიოთ, როგორიც გსურთ.
ჩავთვალოთ, რომ ჩვენი Speed Demons-ი სრულიად გვაკმაყოფილებს და დავაჭიროთ "Add to Shopping Cart"-ს
(იხ. სურათი #4)
სურათი #4რის შემდეგაც გადავდივართ მომდევნო გვერდზე, სადაც
ამაზონი ცდილობს "შეგვტენოს" თავისი ბარათი და სხვადასხვა საგნები. ამ გვერდზე ყურადღება მიაქციეთ გრაფას, რომელშიც ის ნივთებია ჩამოწერილი, რომლის გამოწერაც გსურთ. თუ ყველაფერი სწორადაა, ვაჭერთ "Proceed to Checkout"-ს, ხოლო თუ რაიმე შეცდომაა, შევდივართ "Edit Shopping Cart"-ში და ვშლით ზედმეტ ნივთებს.
(იხ. სურათი #5)სურათი #5ამის შემდეგ
ამაზონმა შეიძლება კიდევ ერთხელ მოგვთხოვოს ჩვენი მაილისა და პასსვორდის შეყვანა
(იხ. სურათი #6)სურათი #6ან პირდაპირ გადაგვიყვანოს სარეგისტრაციო გვერდზე, სადაც ვწერთ იმ მისამართს, რომელზეც გაიგზავნება შეკვეთილი საქონელი. როგორც ვიცით
ამაზონით ჩამოტანის შემთხვევაში შიფინგი ძალიან ძვირი ჯდება (ხშირად თვითონ სკეიტზე ძვირიც), ამიტომ ვწერთ არა ჩვენი სახლის, არამედ სატრანსპორტო კომპანია -
"ბარამი"-ს ამერიკის ფილიალის მისამართს.
"ბარამი"-თ ჩამოტანის შემთხვევაში 1 კგ-ს ტრანსპორტირება 9.50$ ჯდება.
გადავიდეთ სამისამართო ფორმის შევსებაზე: ეს გრაფა ზუსტად უნდა იყოს შევსებული, რომ თქვენი სკეიტი ვინმე უღირსი (^^) ამერიკელის ხელში არ აღმოჩნდეს, ან საერთოდ არარსებულ მისამართზე არ გაიგზავნოს.
- Full Name-ში ვწერთ "Caucasus Express c/o" და ჩვენს სახელს (მაგ: Caucasus Express c/o Shalva Natelashvili)
- Address Line1-ში ვწერთ: "22H CRAIGWOOD RD"
- Address Line2-ს ცარიელს ვტოვებთ
- City - "AVENEL"
- State/Province/Region - "NEW JERSEY"
- ZIP/Postal Code - 07001
- Country - United States
- Phone Number - (+1)201 333 5555
- Is this address also your billing address (the address that appears on your credit card or bank statement)?-ში ვირჩევთ Yes-ს
კარგად გადაამოწმეთ ნაწერი, რომ არანაირი შეცდომა არ გქონდეთ! თუ ყველაფერი სწორად გაქვთ, "Continue" ღილაკზე დაჭერით გადადით მომდევნო გვერდზე
(იხ. სურათი #7)
სურათი #7და გააგრძელეთ ფორმის შევსება:
- ვირჩევთ ბარათის ტიპს
- Credit Card No.-ში ვწერთ ანგარიშის ნომერს
- Cardholder's Name-ში - იმ პირის სახელს და გვარს, ვიზეც არის გაფორმებული ბარათი
- Expiration Date-ში - ვადას, რომელიც მითითებულია ბარათის წინა მხარეს
- და იიიიისევ "Continue" (იხ. სურათი #8)
სურათი #8რამდენიმე წუთში მოგივათ მაილი, რომელშიც ეწერება რომ თქვენი შეკვეთა მიღებულია. ამანათის AVENEL-ში ჩასვლის შემდეგ (ანუ რამდენიმე დღეში) მოგივათ კიდევ ერთი მაილი, რომელშიც მითითებული იქნება Tracking Number-ი. Tracking Number-ით შეგეძლებათ
"ბარამი"-ს საიტის
Tracking Info-ში მოძებნოთ თქვენი ტვირთი (როგორც წესი ცოოოტა აგვიანებენ ხოლმე ვებ-გვერდის განახლებას) და გაიგოთ მისი წონა, ჩამოტანის ზუსტი ღირებულება და სტატუსი (ანუ სად არის ამანათი: AVENEL-ში, New York-ში თუ Tbilisi-ში).
ამის შემდეგ მიდიხართ ”საქართველოს ბანკი”-ს რომელიმე ფილიალში, ეუბნებით, რომ გინდათ ”ბარამს” გადაუხადოთ ტრანსპორტირების თანხა (ანგარიშის ნომერი:
123355500), აჩვენებთ Tracking Number-ს, იხდით ფულს, ბედნიერი სიფათით ბრუნდებით სახლში და ელოდებით როდის ჩამოვა ამანათი. ერთ დღესაც
"ბარამი"-ს საიტის მორიგი სტუმრობის დროს აღმოაჩენთ, რომ თქვენს ტვირთს სტატუსში "თბილისი" უწერია. გახარებულები მირბიხართ
"ბარამი"-ს ოფისში - წინამძღვრიშვილის #158-ში, სადაც ვიღაც უჟმური კაცი დაგხვდებათ. აჩვენებთ თრექინგ ნამბერს, გამოგიტანთ თქვენს ამანათს, ხსნით და... იმედი მაქვს ყველაფერი სწორად გააკეთეთ ხო? ^^^ მაშინ თქვენი სკეიტი დაგხვდებათ შიგნით^ გამოდიხართ ოფისიდან, მიდიხართ საკატაოდ... კატაობთ, კატაობთ, კაააატაობთ და რამდენიმე კვირის/თვის შემდეგ აკეთებთ 360 Flip-ს 3 მეტრიანი გეპიდან... წარუმატებელი "დასმა”... ტეხავთ დეკას და მერე ყველაფერი იწყება თაავიდან. მოკლედ ჯაჭვური პროცესია^
P.S. მგონი რაც შეიძლება დაწვრილებით ავხსენი. თუ ვინმეს რამე კითხვა გაუჩნდება, დაწერეთ და შევეცდებით გიპასუხოთ.